ბრიტანეთი ახალ ტერორისტულ საფრთხეზე საუბრობს

დიდი ბრიტანეთი ულტრამემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციების გააქტიურებაზე და მოსალოდნელ ტერაქტებზე განცხადებას აკეთებს
ბრიტანეთი მოსალოდნელი რადიკალური ექსტრემისტული და ტერორისტული საფრთხეების შესახებ განცხადებას აკეთებს. როგორც მიმომხილველები ამბობენ, ეს საფრთხე მომდინარეობს მზარდი პან-ევროპული დაჯგუფებიდან რომლის სახელია „კონტრ-ჯიჰადი“ რომელიც მსურველებს აქტიურად აწევრიანებს.

როდესაც ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ნორვეგიაში ბავშვები სიცოცხლეს გამოასალმა, მისი ქმედება იმით ახსნა რომ სურდა ისლამისტური გადატრიალებისგან ნორვეგია და ევროპა ეხსნა. მისი სამიზნე იყო ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის საზაფხულო ბანაკი, რომელსაც ბრალს მულტიკულტურულ თანამონაწილეობაში სდებდა. მსხვერპლის უმრავლესობა 77 თინეიჯერი იყო. თავდასხმის შედეგად, ბრიტანეთი იყო პირველი რომელმაც თავის ანტიტერორისტულ სტრატეგიაში რადიკალური მემარჯვენე ექსტრემიზმი პრიორიტეტულ საკითხად შეიტანა. დიდი ბრიტანეთის უშიშროების და დანაშაულის საკითხების მინისტრი ჯეიმს ბროკენშაიერი ამბობს რომ, 10-იდან თითო რადიკალიზმის შემთხვევის საქმე რომელსაც მთავრობა სწავლობს, სწორედ მემარჯვენე რადიკალებს ეხება.
მისი განცხადებით, ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. ყველაზე დიდი საიდუმლო იარაღის საცავი ინგლისშია აღმოჩენილი და ის ავტობუსის მძღოლმა შეაგროვა, რომელსაც ასეთი იდეოლოგია ჰქონდა. 2010 წელს ორი პიროვნება გასამართლდა რომელთაც ბრალი წაუყენეს ტერორისტული აქტების მომზადებისთვის. ერთ-ერთი მათგანი ტერაქტებისთვის სახლში მომზადებული მომწამლავი ნივთიერების გამოყენებას აპირებდა, მეორე კი ტერორისტული შინაარსის მასალებს ავრცელებდა.

გამოძიებამ აჩვენა რომ ბრეივიკი არ იყო უკიდურესად მემარჯვენე კავშირის აქტიური წევრი, თუმცა იგი აქტიურად ეხმაურებოდა ისლამოფობიურ და ნაციონალისტურ ინტერნეტ-ფორუმებს.
ალექსანდრ მოლეგრუ-ჰიჩენსი ლონდონის სამეფო კოლეჯის საერთაშორისო საგამოძიებო ცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც რადიკალიზმის საკითხებს შეისწავლის.

მისი თქმით, როდესაც ბრეივიკმა თავდასხმა განახორციელა ბანაკზე, კონტრ-ჯიჰადის აქტივისტები შეეცადნენ გაემართლებინათ ამ შეტევის კონტექსტი , მათ უბრალოდ თქვეს რომ აი, ჩვენ ასეთი ტიპის თავდასხმებს არ ვამართლებთ თუმცა ვფიქრობთ, რომ ისინი გაგრძელდება თუკი ჩვენ არ მოგვისმენთ.

ბრეივიკი ცნობილი იყო იმით, რომ მოწონდა ანტი-ისლამური ინგლისური თავდაცვის ლიგა. ამ ლიგამ თანდათან ევროპაშიც მოიკიდა ფეხი. გასული წლის აგვისტოში ევროპის რადიკალ-მემარჯვენე აქტივისტები სტოკჰოლმში შეიკრიბნენ. მათ შორის ანტი-ისლამური ლიგის თავმჯდომარე თომი რობინსონიც იყო.

ის აცხადებს რომ, ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ იდეოლოგიას, ცვლიან რესურსებს, მუშაობენ იმისთვის რომ თორმეტი თვის განმავლობაში ისლამის შესახებ სიმართლე გაირკვეს.
ალექსანდრ მელაგრუ-ჰიტჩენსი ამბობს რომ, კონტრ-ჯიჰადის ქსელი მეოცე საუკუნის ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებებისგან მათი ისლამზე სპეციფიური წარმოდგენის გამო განსხვავდებიან.

იგი აცხადებს რომ, ეს ქსელი 9/11 -ის მერე შექმნილ ორგანიზაციათა შორის ერთ-ერთია და ამ მოვლენის ერთგვარი წარმონაქმნია. თუმცა შეიცავს სხვა ელემენტებსაც, მათ შორის ევროპაში მასობრივი იმიგრაციის საკითხსაც.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს რომ, უკიდურესად რადიკალური ორგანიზაციების შემთხვევაში ჯგუფი ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელი ჯგუფებისგან და პიროვნებებისგან.

ბრიტანეთის უშიშროების მინისტრი ჯეიმს ბროკენშაირი ამბობს რომ, ულტრამემარჯვენე საფრთხე არ არის ისეთი მასშტაბური და სისტემატიური როგორც ალ-ყაიდას მიერ ინსპირირებული საშიშროება. და ოპერატიულად, აქ უამრავი განსხვავებებია. თუმცა ამავე დროს, თავისი არსით ულტრამემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციის დამოკიდებულება ხალხისადმი, იმგვარია როგორც ალ-ყაიდის მიერ ექსტრემიზმის ჩანერგვა მის მომხრეებში.
ბროკენშაირი ამბობს რომ, ულტრამემარჯვენე ჯგუფი ახალ წევრებს სხვადასხვა ფაქტორით იზიდავს, მათ შორისაა საზოგადოებასთან გაუცხოება და იდენტობის განცდა. ეს უფრო ზოგადად არის კითხვები რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით მწვავე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ფიგურირებს.