„რუსეთი დაბალი რანგის ოფიცრებში დამანგრეველ ზარალს განიცდის“ - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

როგორც ჩანს, უკრაინასთან კონფლიქტში, რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის, "დამანგრეველი" ზარალი განიცადა, რაც სამომავლოდ სუსტი სამხედრო ეფექტურობის პერსპექტივას ზრდის - განაცხადა დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„მრავალი სარწმუნო ცნობით, უკრაინაში მყოფ რუსულ ძალებში რამდენიმე ამბოხი იქნა ლოკალიზებული. ოცეულისა და ასეულების, გამოცდილი და სანდო მეთაურების ნაკლებობა შემდგომში ცუდ დისციპლინას გამოიწვევს“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ასევე ნახეთ: ჯონსონი: უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

უმცროსი ოფიცრების დაკარგვამ, შესაძლოა გააძლიეროს რუსეთის პრობლემები მისი სამხედრო სარდლობისა და კონტროლის მოდერნიზებაში, განაცხადა სამინისტრომ.

”ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში რამდენიმე დანაყოფიდან გადარჩენილთაგან აშენდება, უმცროსი ლიდერების ნაკლებობის გამო, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტური იქნება” - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ზელენსკი პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზაობას გამოთქვამს

რუსულმა ძალებმა დღეს თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონის საკვანძო ქალაქ სევეროდონეცკის დასაკავებლად გააძლიერა.