ბრიტანელი პოლიციის ოფიცერი რომელიც ნერვული აგენტით მოიწამლა საავადმყოფოდან გაწერეს. პოლიციის სერჟანტი ნიკ ბეილი პირველი იყო ვინც ყოფილ ორმაგ აგენტს და მის ქალიშვილს დახმარება აღმოუჩინა. სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ბეილი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ჯერ ისევ უგონო და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ბრიტანეთი მათ მოწამვლაში ბრალს რუსეთს უყენებს. ლონდონმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი სკრიპალზე თავდასხმაში კვალს უარყოფს. საპასუხოდ მოსკოვმა ქვეყნიდან ბრიტანელი დიპლომატები გააძევა.