ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პირადი სანქციების დაწესებას აანონსებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა თანხმობა განაცხადა, სანქციერებულთა სიაში დაამატონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
„ნება მომეცით აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები, რომლებსაც ევროკავშირი სანქციებს ანიჭებს, არიან ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელარუსიდან და ახლა პუტინი რუსეთიდან“, - თქვა ბორელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირს სანქცირებულთა სიაში პუტინი და ლავროვიც შეჰყავსგარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ქვეყანა ემხრობა SWIFT-ის პროგრამიდან რუსეთის გამოთიშვას. იგივეზეა თანახმა იტალიაც. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ იტალია არ დაადებს ვეტოს რუსეთის SWIFT-ის პროგრამიდან გამორთვის წინადადებას.