ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ქვეყანაში გამოცხადებული "ლოკდაუნის" დროს, ის საკუთარ რეზიდენციაში გამართულ წვეულებას დაესწრო. დაუნინგის ქუჩაზე, სადაც ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაა განთავსებული, გაიმართა წვეულება, სახელად "მოიტანე შენი სასმელი".
ჯონსონი აღიარებს, რომ ამ წვეულებას ესწრებოდა მაშინ, როდესაც ლოკდაუნის გამო, ქვეყანაში შეხვედრები და შეკრება მინიმუმამდეა დაყვანილი და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაიშვება.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი წლის ბოლომდე კოვიდ-შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს"მე მესმის ის ბრაზი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით შეკრებილ მთავრობას უჩნდება იმის გაფიქრებაზეც კი, რომ დაუნინგის ქუჩაზე წესებს საკმარისად არ იცავენ ისინი, ვინც თავად ქმნიან ამ წესებს",- თქვა ბორის ჯონსონმა და "გულითადი ბოდიში" მოიხადა. თუმცა, ოპონენეტები თვლიან, რომ პრემიერის ბოდიში საკმარისი არ არის და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
ჯონსონმა, რომელიც 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ქვეყანას, თქვა, რომ მას ეს შეხვედრა მხოლოდ სამუშაო შეკრება ეგონა და იქ მხოლოდ 20-25 წუთით გაჩერდა, რათა თანამშრომლებისთვის მადლობა გადაეხადა.