ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კონსერვატორი კანონმდებლების მხრიდან უნდობლობის გამოცხადების წინაშე დგას. ამის მიზეზი მეის მიერ მოლაპარაკებული „ბრექსიტის“ შეთანხმებაა, რომლითაც ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. თუ კონსერვატორი კანონმდებლები მეის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, მას პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მოუწევს. თუ ის მოახერხებს მათი მხარდაჭერის შენარჩუნებას, პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადების დღის წესრიგში დაყენება მხოლოდ ერთი წლის თავზე იქნება შესაძლებელი. მეიმ განაცხადა, რომ ის იბრძოლებს ყველაფრით რაც გააჩნია. მისი თქმით ლიდერების ცვლილება „ბრექსიტის“ პროცესს შეაფერხებს.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. ევროპული გაერთიანების დატოვებას ხმა ბრიტანეთის მოსახლეობამ 2016 წელს მისცა. ბრიუსელი და ლონდონი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გაერთიანების დატოვების პირობებზე შეთანხმდა. თუმცა, შეთანხმების რატიფიცირება ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.