ბრიტანეთის მთავრობამ, 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი კარანტინში მოექცევა. ეს ნაბიჯი ლონდონმა მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვერსია. შედეგად ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად სწრაფად იზრდება და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მატულობს.
გარდაცვალების რაოდენობა კი დღეში 744-ს გაუტოლდა. ეს აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ინფექციების, ჰოსპიტალიზაციის და ადამიანთა გარდაცვალების ზრდის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მეთ ჰანკოკმა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
ასევე ნახეთ: საფრანგეთი ბრიტანეთთან მოგზაურობის შეზღუდვას აუქმებს„უბრალოდ ვერ გვექნება ისეთი შობა, როგორიც ყველას გვინდა“, - თქვა მან.
ლონდონელებს შაბათს სოციალურ შეკრებებზე მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. შეზღუდვები გამკაცრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისსა და უელსშიც.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ 26 დეკემბრის შემდეგ, ქვეყნის სამხრეთის სხვა ნაწილებში, შეზღუდვები გამკაცრდება.
ასევე ნახეთ: კორონავირუსის ახალი შტამის გამო დიდი ბრიტანეთი იზოლაციაში ექცევაშობის შემდეგ შეზღუდვების შემოღების თაობაზე, მოსახლეობას, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებმაც განუცხადეს.
ჰენკოკის თქმით, ჰოსპიტალიზაცია ყოველდღიურად 1 909 -ით იზრდება და ამ დროისთვის ქვეყანაში 18 943 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი გავრცელების პიკში, აპრილის პერიოდში.