ბრიტანეთმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ერთი წლისთავი, მოსკოვის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებით აღნიშნა. მათ შორის, იკრძალება ყველა ისეთი ნივთის ექსპორტი, რომელსაც კრემლი ბრძოლის ველზე იყენებს. ლონდონმა ასევე აკრძალა რკინისა და ფოლადის იმპორტი.
გასული წლის განმავლობაში, ბრიტანეთმა გაყინა რუსული აქტივები. მისი სანქციების სამიზნე, რუსული მაღალჩინოსნები და კომპანიები გახდა.
ასევე ნახეთ: ომის ერთი წელი - მსოფლიო გამოხმაურებაპარასკევს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის სანქციების სამიზნე, დამატებით, 92 ფიზიკური პირი და კომპანია გახდა. მათ შორისაა, რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ხელმძღვანელი, მათიას ვარნიგი.
დიდი შვიდეულის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის შეხვედრის წინ, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ საერთაშორისოდ კოორდინირებული სანქციები და სავაჭრო ზომები მიმართული იქნება თვითმფრინავის ნაწილებზე, რადიო აღჭურვილობასა და ელექტრო კომპონენტებზე.
Your browser doesn’t support HTML5
„დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც მართავენ პუტინის საკვანძო ინდუსტრიებს და ვიღებთ ვალდებულებას, ავკრძალოთ რუსეთში ყველა იმ ნივთის ექსპორტი, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს“ - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანული სანქციების სამიზნე ასევე გახდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბირთვული კომპანია „როსატომი“. ლონდონი აკრძალავს მესამე ქვეყნებში გადამუშავებული 140 საქონლის იმპორტს, რომელთა შორის რკინისა და ფოლადის ნაწარმი სახელდება.
"სავაჭრო სანქციები მუშაობს. დიდი ბრიტანეთის საქონლის იმპორტი რუსეთიდან 99%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთში საქონლის ექსპორტი თითქმის 80%-ით შემცირდა" - თქვა ბიზნესისა და ვაჭრობის მდივანმა, კემი ბადენოჩმა.
დიდი შვიდეულის ლიდერებისა და ზელენსკის შეხვედრაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების განხილვა იგეგმება.