ბრიტანეთი პანდემიის მართვის სტრატეგიას ცვლის და აცრების შემდეგ, უპირატესობას მასობრივ ტესტირებას ანიჭებს. ნებისმიერ ბრიტანელს, ზრდასრულს თუ ბავშვს, შეეძლება კოვიდ-19-ზე კვირაში ორჯერ რუტინულად აიღოს ანალიზი, რათა ახალი აფეთქებები გამოვრიცხოთ - აცხადებს ლონდონი.
ქვეყანაში რამდენიმეთვიანი კარანტინის მოხსნისთვის ემზადებიან. თუმცა, ფრენებზე შეზღუდვა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ უსიმპტომო ადამიანების კოვიდ-19-ზე სისტემატურად გასინჯვა არამარტო ახალი აფეთქებების პრევენციის გზაა, არამედ ძველი ცხოვრების დაბრუნების შანსია, "რათა კვლავ შევძლოთ იმ ხალხის ნახვა, ვინც გვიყვარს და იმის კეთება, რაც გვსიამოვნებს".
ასევე ნახეთ: თრომბის 30 შემთხვევა 18 მილიონი აცრიდან - ბრიტანეთიამ მიზნით მთავრობა მოსახლეობისთვის პარასკევიდან სწრაფი ტესტერების უფასოდ მიწოდებას დაიწყებს. ტესტერებს ბრიტანელები აფთიაქებიდან ფოსტით მიიღებენ როგორც სახლებში, ისე სამსახურებში.
სწრაფი ტესტები ე.წ. პი-სი-არ ტესტსებთან შედარებით, გაცილებით დაბალი სიზუსტით გამოირჩევა. მაგრამ, ბრიტანეთის მთავრობა დაბეჯითებით აცხადებს, რომ მათზე დაყრდნობა შეიძლება.
კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, უზუსტობა ყოველ 1000 სწრაფ ტესტში ერთზე ნაკლებია - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ედვარდ არგარი "სქაი-ნიუსთან" ინტერვიუში. შესაბამისად, ეს სიზუსტის მაინც მაღალი მონაცემია და სწრაფ ტესტს "ნამდვილად შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ბიზნესების გახსნაში, რადგან მისი ადმინისტრირება ძალიან ადვილია" - აცხადებს მინისტრი.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთში ე.წ. ვაქცინის პასპორტებისადმი წინააღმდეგობა იზრდებაბრიტანეთში კოვიდ-19-ის გართულებებით 127 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, ახლა ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მონაცემები ბრიტანეთში ევროპასთან შედარებით გაცილებით დავარდნილია.
შედეგს კარანტინის პარალელურად, ინტენსიური ვაქცინაციის კამპანიით ხსნიან. კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია 31 მილიონი ადამიანი, ანუ ბრიტანელთა ნახევარზე მეტი, 10-დან 6 ადამიანი.
მთავრობა ვაქცინირებულთათვის სპეციალური სერტიფიკატების სისტემის შემოღებასაც განიხილავს. ეს ე.წ. ვაქცინის პასპორტები ადამიანებს მოგზაურობაში და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებაში დაეხმარება.