ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების (ბრექსიტი) მოლაპარაკებების ფარგლებში თევზჭერის საკითხებზე შეთანხმებას აჭიანურებს. ლონდონი არასამართლიანად მიიჩნევს ევროგაერთიანების არსებულ სისტემას, რომლითაც ევროკავშირს მის წყლებში თევზის რეწვის საშუალება აქვს.
ბრიტანეთი ზონების მიხედვით დაყოფას ემხრობა. ამ წინადადებით, ლონდონს უფრო მეტი მოგება ექნება, ვიდრე ევროკავშირის წინადადება ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი ამერიკის მსგავსად, ავღანეთში ჯარებს შეამცირებს„ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ... რომ მეცნიერებას ეფუძნებოდეს ყოველწლიური მოლაპარაკებები და უფრო სამართლიანი, უფრო სამეცნიერო მეთოდოლოგია იყოს გამოყენებული, რასაც „ზონურ განაწილებას“ ჰქვია და რაც გულისხმობს რეწვას იქ სადაც თევზი არის“, - განაცხადა გარემოს დაცვის მდივანმა ჯორჯ ოსტისმა „ბი-ბი-სი“ რადიოსთან საუბარში.
„ამ ეტაპზე ჩვენ, ჩვენს წყლებში, თევზის მხოლოდ ნახევარზე გვაქვს წვდომა და ეს ძალზედ არასამართლიანია ჩვენი მეთევზეებისთვის, და სულ ნათლად ვამბობდით რომ ეს უნდა შეცვლილიყო“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ: ევროკავშირმა და ბრიტანეთმა პუტინთან დაახლოებულ წრეს სანქციები დაუწესაბრიტანეთმა გაერთიანება საბოლოოდ 2020 წლის 31 იანვარს დატოვა. მხარეებს ერთი წელი აქვთ სხვადასხვა საკითხებზე დამატებითი შეთანხმების მისაღწევად. ამისთვის ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს იწურება. ლონდონმა რეფერენდუმი გაერთიანებიდან გასვლაზე 2016 წელს ჩაატარა და მოსახლეობის უმრავლესობამ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.