კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე ევროპა მკაცრ შეზღუდებს აწესებს. გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა გაზაფხულის შემდეგ კვლავ მიიღეს გადაწყვეტილება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებით. დიდი ბრიტანეთი კი ცდილობს არ ჩაკეტოს ქვეყანა და პანდემიის მეორე ტალღას ისე გაუმკლავდეს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მნიშვნელოვნად იზრდება კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაც.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი სამთავრობო გუნდი ამ დრომდე ცდილობს არ შემოიღოს მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით და წერტილოვანი შეზღუდვები დააწესოს განსაკუთრებით რთულ რეგიონებში. თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ არის და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს დაწესებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ევროპაში ყველაზე მეტი სიკვდილიანობა სწორედ დიდ ბრიტანეთში ფიქსირდება. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯმა კვლევა ჩაატარა სადაც ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ბორის ჯონსონის მთავრობამ დროული გადაწყვეტილება მიიღოს და შეუერთდეს გერმანიასა და საფრანგეთს.
ბორის ჯონსონის გუნდის წევრი მინისტრ რობერტ ჯენრიკმა თქვა, რომ ბრიტანეთი ეროვნული მკაცრი შეზღუდვებით უფრო დაზარალდება ვიდრე წერტილოვანი შეზღუდვებით.
"ქვეყნის ჩაკეტვა მთავრობის პოზიციით არის გაუმართლებელი, და ეს მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას ვიდრე სარგებელს,"- ამბობს ჯენრიკი გამოცემა "თაიმსთან" საუბრის დროს.