არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, რომლის ქვეყანაც მოსკოვის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს არ შეუერთდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ მის ქვეყანას ურთიერთობების გაძლიერება სურდა.
„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ დღეს აქ, თქვენთან ერთად ყოფნით. გვსურს ეს ურთიერთობა განვავითაროთ და გენდობით რომ ამას გააკეთებთ,“ - უთხრა შეიხ მუჰამედმა პუტინს.
ახლო აღმოსავლეთის ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა ცდილობდა უკრაინის ომთან მიმართებაში, როგორც თავად აცხადებს, ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა.
შეხვედრის შემდეგ, შეიხ მუჰამედმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „არაბთა გაერთიანებული საამიროები აგრძელებს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც გლობალური მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად, დიალოგის და დიპლომატიის გზით, პოლიტიკური გადაწყვეტისკენაა მიმართული.“
უფრო ადრე, პუტინმა პრეზიდენტს უკრაინაში სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საქმეში ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.