ბრიტანელ სტუდენტს ჯაშუშობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ბრიტანელი ოფიციალური პირები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს დიპლომატიური სანქციებით ემუქრებიან თუ სპარსეთის ყურის ეს ქვეყანა ბრიტანელ სტუდენტს არ გაათავისუფლებს.

ბრიტანეთის მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდებით საამიროების სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

31 წლის მეთიუ ჰედჯესისთვის ამ სასჯელის გამოტანამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ჯერემი ჰანთის გაკვირვება გამოიწვია, რადგან 10 დღის წინ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას მან ოფიციალური პირებისგან პირობა მიიღო, რომ სტუდენტს გაანთავისუფლებდნენ.

„ჩვენ შოკში ვართ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს ამტკიცებს. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ეს საკითხი არ გადაწყება, ამას სერიოზული დიპლომატიური შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ჯერემი ჰანთმა.

ჰედჯესი, ბრიტანეთის დურჰამის უნივერსიტეტის სტუდენტია, მას განაჩენი ოთხშაბათს გამოუტანეს. ის დუბაის აეროპორტში 2018 წლის 5 მაისს დააკავეს და ბრალად არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ ჯაშუშობა დასდეს.

ბრიტანელი ოფიციალური პირების თქმით, ჰედჯესი სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა არაბული გაზაფხულის შემდეგ, სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების და შიდა საკითხებზე. ეს ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის საკმარისი მიზეზი გახდა მის დაკასავებლად და უცხო ქვეყნის დაზღვერვასთან თანამშრომლობაში დასადანაშაულებლად.

დურჰამის უნივერსიტეტი ბრალდებებს უარყოფს.

ჰედჯესის ცოლი, დანიელა ტეჯადა აცხადებს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და ის ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ საქმის წარმართვის პროცესს აკრიტიკებს.

„მეთიუ უდანაშაულოა. საგარეო საქმეთა ოფისმა ეს იცის, და მათ განუმარტეს არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს, რომ ის მათთვის არ ჯაშუშობდა. ბრიტანეთის მთავრობამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია მეთიუს [საქმეზე], ის ერთ-ერთი მათი მოქალაქეა. ისინი ამბობენ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები მოკავშირე ქვეყანაა, თუმცა მეთიუს საქმის თვითნებური განხილვა აჩვენებს საშიშ, განსხვავებულ რეალობას, რომლის გამოც მე და მეთიუ დიდ ფასს ვიხდით“, - განაცხადა დაკავებული სტუდენტის მეუღლემ.

ოთხშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი გადაწყვეტილებით შეშფოთებული იყო.

„ჩვენ ამ საკითხს ემირატის წარმომადგენელთან უმაღლეს დონეზე ვაყენებთ“, - თქვა მან.