ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში, კიევში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს განაცხადა, რომ ამერიკამ, შესაძლოა, თავდაცვისთვის საჭირო დახმარება გაუზარდოს უკრაინას რუსეთის "დაუფიქრებელი და აგრესიული" ქმედებების შემდეგ. სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზება იგულისხმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სამხედროების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა, საკმაო რაოდენობა სამხედროებისა, კვლავ ადგილზეა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა, მხოლოდ 3,500 ჯარისკაცი გაიყვანა, დანარჩენი კი ადგილზე, ყირიმში რჩება. "ისინი შესაძლო საფრთხე არიან. არავის უნდა ასეთი სიურპრიზები",- თქვა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ: 13-წლიანი მოლოდინი - მზადაა, თუ არა უკრაინა მაპის მისაღებადბლინკენმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს სურს ჩავიდეს უკრაიანაში და შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის, თუმცა მეტი დეტალი ამ თემის ირგვლივ არ დაუზუსტებია. ასევე არ გაუკეთებია კომენტარი ნატო-უკრაინის მომავალთან დაკავშირებით.
"ბატონო პრეზიდენტო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მყარად ვგდავართ თქვენს გვერდით და ეს ეხებათ ჩვენს პარტნიორებსაც. იგივე მოვისმინე, როდესაც ნატოში ვიყავი რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ მოველით რუსეთისგან, რომ ის შეწყვეტს ამ დაუფიქრებელ და აგრესიულ ქმედებებს",- თქვა ბლინკემა, ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ: აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია - ბლინკენიამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი "აქტიურად მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების კოოპერაციასა და უსაფრთხოების დახმარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე".
განცხადება ამაზე თეთრ სახლშიც გააკეთეს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა თქვა, რომ ადმინისტრაცია მზადაა ღია კარის პოლიტიკა აწარმოოს ქვეყნებისთვის, რათა ისინი შეურთდნენ [ნატოს] "მაშინ, როდესაც ისინი მზად იქნებიან შეასრულონ წევრობისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობები და მოვალეობები და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში".