ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ინიციატივაში. ჯანმოს ახალი, გლობალური ინიციატივა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და წამლების შემუშავების, ტესტირებისა და გავრცელების მაქსიმალურად ხელშეწყობას და პროცესის დაჩქარებას გულისხმობს.
ჟენევაში ამერიკის მისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ იქნება ამ ინიციატივის ნაწილი. "ამერიკის ჩართულობა არ იქნება" - ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო "როიტერისთვის" წერილობით მიწერილ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებაც შეუწყვიტა. ამერიკა ამ დრომდე გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე დიდი დონორი იყო.
თუმცა, ჯანმოს ინიციატივის მხარდაჭერას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აპირებენ.