ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11-14 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ესტუმრება. ვიზიტის მიზანი ირლანდიასთან დადებული "დიდი პარასკევის" შეთანხმების 25 წლისთავის აღნიშვნაა. თეთრი სახლის მიერ გავრელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი ასევე ესტუმრება თავისი წინაპრების საცხოვრებელ ადგილსაც.

"დიდი პარასკევის" შეთანხმებას ხელი 1998 წლის 10 აპრილს მოეწერა. ამ შეთანხმებამ დაასრულა თითქმის 30-წლიანი სისხლისღვრა, რომელმაც თავის მხრივ, ჩრდილოეთ ირლანდიაში 3 600 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ასევე ნახეთ: კევინ მაკკართი კალიფორნიაში ტაივანის პრეზიდენტს უმასპინძლებს

წლისთავის აღნიშვნა კი წელს ჩდილოეთ ირლანდიის ყველაზე დიდი პრო-ბრიტანული ერთობის პარტიის ბოიკოტმა გადაფარა. პარტიაში უკმაყოფილონი არიან იმით, რომ "ბრექსიტის" შემდეგ, ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები, მათთან მიმართებით, დანარჩენი ბრიტანეთისგან განსხვავებულია.

თეთრი სახლი ამბობს, რომ ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში 11-12 აპრილს ჩავა, რათა აღნიშნოს ის "უდიდესი პროგრესი", რომელსაც 1998 წლის შემდეგ მიაღწიეს და ხაზი გაუსვას ამერიკის მზაობას, მხარი დაუჭიროს ჩრდილოეთ ირლანდიის "მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს".

ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა თებერვალში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბრექსიტის შემდგომი რეგულაციები ჩდილოეთ ირლანდიისთვის შედარებით შემსუბუქდება.