აშშ-ის საზღვაო ძალები, შავ ზღვაში მესამე სახმედრო ხომალდს გზავნის. საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაღმოსანი „USS Porter“ შავ ზღვაში 28 იანვარს შევიდა, შუერთდა ნაღმოსან “USS Donald Cook”-ს და საწვავით შეავსო “USNS Laramie.”
ონლაინ გამოცემა „Breaking Defense” წერს, რომ ეს შავ ზღვაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა.
„პირველად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში სამი ხომალდი გაგზავნა - მათ შორის ორი ნაღმოსანი. რუსეთის პოლიტიკის შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენის, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ“- წერს გამოცემა.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი კომუნიკაცია შედგანაღმოსან “Porter”-ის შავ ზღვაში შესვლა დემოსნტრაციაა „ჩვენი მუდმივი მზადყოფნისა, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად“ - აცხადებს მთავარსარდალი თომას რალსტონი.
შავი ზღვა აშშ-სა და ნატოსთვის კიდევ უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ზღვაში საკუთარი წარმომადგენლობა გაზარდა.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებშია ნატოს მოკავშირე ქვეყნები - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ასევე, საქართველო და უკრაინა, რომლებსაც სამხედრო ალიანსის წევრობაზე განაცხადი აქვთ გაკეთებული.
აშშ-ის ქმედების საპასუხოდ, რუსეთმა მალევე, ანექსირებულ ყირიმში საკუთარი სანაპირო დაცვის გემების სიტემა გააქტიურა.