ამერიკა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება

სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ეჭვი გამოთქვეს ჩრდილოეთ კორეის, კიმ ჯონგ უნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმს გულსისძარღვთა პროცედურა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

განცხადება ამ თემაზე ამერიკის ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს და თქვეს, რომ სიტუაციას აკვირდებიან.

სეულში მდებარე ერთ-ერთმა ონლაინ გამოცემამ, ორშაბათს, ჩრდილოეთ კორეის უცნობ მედია წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ კიმი გამოჯანმრთელების პროცესს გადიოდა მას შემდეგ, რაც მას პროცედურა ჩაუტარდა. სავარაუდოდ კიმს ექიმების დახმარება 12 აპრილს დასჭირდა. უცნობია მისი ზუსტი ასაკი, თუმცა, სავარაუდოდ, ის 36 წლის უნდა იყოს.

"ამ ანგარიშებს ძალიან დეტალურად ვაკვირდებით", თქვა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაინემა ამერიკულ მედიასთან საუბრის დროს.

შეკითხვაზე, თუ ვინ გააგრძელებს კიმის საქმიანობას, ო'ბრაიენმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება ვინმე ოჯახის წევრი. "თუმცა, კიდევ ერთხელ, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით თავმჯდომარე კიმის მდგომარეობა". თქვა მან.