აშშ-ს შეეძლო კოვიდ-19-ით ასობით ათასი ადამიანის გარდაცვალება თავიდან აერიდებინა - ამის შესახებ, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე მკვლევარებმა განაცხადეს.
„შეერთებულმა შტატებმა, პანდემიასთან ბრძოლისას ფული და ადამიანთა სიცოცხლე გაფლანგა. უფრო ეფექტური ჯანდაცვის სტრატეგიის შემთხვევაში, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი“ - აცხადებენ მკვლევარები.
ასევე ნახეთ: აცრა ინჰალაციით - ვაქცინაციის საინტერესო სტრატეგია რუბრიკაში „გალილეო“კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პოფესორი, ენდრიუ ატკესონი აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო, აშშ-ში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 300 000-ზე ნაკლები ყოფილიყო. ეს მაშინ, როცა პანდემიას 540 000 ადამიანი ემსხვერპლა და ეს რიცხვი კიდე იზრდება.
პროფესორი აცხადებს, რომ ამ რეალობის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ვაქცინის მოლოდინში, გასული წლის მაისიდან ქვეყანა უფრო ფართომასშტაბიან პროტოკოლს მიიღებდა ნიღბის ტარების, სოციალური დისტანცირებისა და ტესტირების შესახებ.
ატკესონის გათვლით, ვაქცინაციის გათვალისწინებით და კრიზისის შემცირების ფონზე, პანდემიის მსხვერპლთა საბოლოო ჯამი დაახლოებით 670 000 იქნება. ის მიიჩნევს, რომ თუ ვაქცინა ჯერ კიდევ არ იარსებებდა, ეს მაჩვენებელი ბევრად უარესი, 1,27 მილიონი იქნებოდა.