შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების ლიდერებისა და ეთინიკური ჯგუფის სხვა წარმომადგენლების დაკავებას.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შაბათს დააკავეს ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, ნარიმან ჯელიალოვი. მასთან ერთად ასევე დაკავებულია მინიმუმ 45 ყირიმელი თათარი.
ასევე ნახეთ: ამერიკელი კონგრესმენები ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყება აცხადებს, რომ ეს არის „მორიგი შემთხვევა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, დაკავებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ხაზში.“
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფრომაციას, რომ ჯელიალოვი და კიდევ 4 ყირიმელი თათარი, გაზსადენის დაზიანებასთან კავშირის გამო დააკავეს.
ასევე ნახეთ: აშშ: რუსეთი უკრაინის საზღვართან ეუთოს მისიის გახანგრძლივებაზე უარს ამბობსშაბათსვე, მომხდართან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება „ტვიტერზე“ გაავრცელა. დმიტრი კულება წერს, რომ რუსეტმა „ოკუპირებულ რეგიონში ტერორი გააძლიერა.“