აშშ-ში მცხოვრებ 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს კოვიდ-19-ს ვაქცინის მიღება შეუძლიათ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა. ვაქცინაციის ეს ახალი რეგულაცია ძალაში 19 აპრილიდან შევიდა.
ამერიკული ჯანდაცვის სააგენტოს უახლესი რეგულაციების მიხედვით, 16 წელზე მაღალი ასაკის ადამიანები, რომლებსაც კოვიდ-19-ის სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გართულების რისკის შემცველი თანმხლები დაავადება აქვთ, პირველ რიგში უნდა აიცრან.
ასევე ნახეთ: ვაქცინაცია კერძო სექტორშიშტატების უმრავლესობამ, ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე ვაქცინაცია უკვე გააფართოვა. ალასკა იყო პირველი შტატი, რომელმაც 16 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის ვაქცინირება დაიწყო. იგივე ნაბიჯი გადაგეს ჯორჯიამ, ტეხასმა და კალიფორნიამ.
აპრილის დასაწყისში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატებს ვაქცინაციის 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში ჩატარების დავალება მისცა. კოვიდ-19-ის ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის დაშვებული 16 წლამდე მოზარდებისთვის, თუმცა კვლევა უკვე მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: ზრდასრულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი კოვიდ-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილიააშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამერიკაში მცხოვრებ ზრდასსრულთა ნახევარზე მეტს, კოვიდ-19-ის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთბული აქვს.