გლაზგოში მიმდინარე კლიმატის სამიტის დასრულებამდე ორი დღით ადრე, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, მოულოდნელი შეთანმხება შედგა. სამიტი მიზნად ისახავს შეანელოს გლობალური დათბობა იქამდე, ვიდრე ის გლობალურ კატასტროფად იქცევა.
კლიმატის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ და მისმა ჩინელმა კოლეგამ, სი ჟენჰუამ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნეს. დეკლარაციაში ქვანახშირის ყველაზე დიდი მომხარებელი, ჩინეთი პირობას დებს, რომ დააჩქარებს გარემოს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი წიაღისეულის გამოყენების დასრულებას.
ასევე ნახეთ: ინტერვიუ ბილ გეიტსთან - „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივიორ გლობალურ ძალას შორის მიღწეული შეთანხმება, რომელთა შეხედულებები სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება, ძლიერ გზავნილს უგზავნის წიაღისეული საწვავის მწარმოებლებს. ამ ტიპის საწვავი, ადამიანის მიერ შექმნილი გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია.
„სამიტის ბოლო დღეებში, პლანეტისთვის ამბიციური შედეგების მისაღწევად მუშაობის ფონზე, ეს მოლაპარაკების ხელშემწყობია“ - ასე აფასებს აშშ-ჩინეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.