ტაიფუნმა ლანიმ იაპონიას მიაღწია

იაპონიაში თითქმის 900 ფრენა გაუქმდა და 240,000 ადამიანს მოუწოდეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, ტაიფუნის გამო, რომელმაც იაპონიის მთავარი კუნძული ჰონსიუ ძველ დედაქალაქ კიოტოსთან ახლოს გადაკვეთა და ათობით ათას სახლს ელექტროენერგის მიწოდება გაუწყვიტა.

წყნარი ოკეანის მხრიდან მომავალი ტაიფუნი ლანი, ვაკაიამას პრეფექტურის სამხრეთ კიდესთან სამშაბათ დილით მივიდა და ცენტრალური და დასავლეთ იაპონიის დიდ ტერიტორიებზე ძლიერი წვიმა და ქარი მიიტანა.

მდინარეების ადიდებასთან ერთად, ხელისუფლებამ დატბორვის და მეწყრის საშიშროების შესახებ გაფრთხილებები გამოსცა. ზოგიერთი ხიდის ნაწილები წყალმა წაიღო. რამდენიმე ადგილზე ძლიერი გრიგალი განვითარდა, მაგრამ დიდი ზიანი არ გამოუწვევია.

ასევე ნახეთ: ტაიფუნი როგორც ენერგიის წყარო

ხელისუფლებამ 11 პრეფექტურის მცხოვრებთათვის საიმედო შენობებში და შემაღლებულ ადგილებში საევაკუაციო ცენტრების შექმნის შესახებ განაცხადა.

იაპონის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ექსტრემალური ამინდის გამო ორი ათეული ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი სერიოზულ მდგომარეობაშია.