ნიკა შანავას და დავით მენაბდიშვილს მეგობრები კიევში გამოეთხოვნენ

Your browser doesn’t support HTML5

კიევმა გუშინ უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მოხალისე გააცილა საქართველოში. ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი რუსეთის არმიას ხარკოვის რეგიონში, იზიუმთან ებრძოდნენ. წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გამართულ პანაშვიდზე ნიკასთან და დათოსთან დასამშვიდობებლად ბევრი მათი თანამებრძოლი ჩავიდა.