მანქანა, რომელსაც ადამიანი არ მართავდა, ხეს შეეჯახა და დაიწვა 

ორი ადამიანი დაიღუპა ტეხასში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით "ტესლას" მარკის ავტომობილს ადამიანი არ მართავდა. არსებული ინფორმაციით საჭე ავტოპილოტზე იყო გადართული.

"მძღოლის ადგილზე არავინ იჯდა", ამბობს სერჟანტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა. არსებული ინფორმაციის, "ტესლა" მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ავტომობილი მოსახვევში გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მისი ორივე მგზავრი დაიღუპა.

Your browser doesn’t support HTML5

ავტოპილოტის შეცდომის გამო ტექსლას ავტომობილი ავარიაში მოყვა

პოლიციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი მძღოლის გვერძე სავარძელში იჯდა, მეორე კი ავტომობილის უკანა სავარძელში. ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება დაწყებულია. მომხდარის მიზეზების დადგენას აწარმოებს კომპანია "ტესლაც".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავტოპილოტით მართვის დროს, ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. სულ ასეთი 27 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამერიკის ავტო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა.

ასევე ნახეთ: ბიტკოინით "ტესლას" შეძენა უკვე შესაძლებელია 

უახლოეს პერიოდში კომპანია "ტესლა" გეგმავს, რომ ახალი ავტომობილები გამოუშვას, რომლებიც სრულად ავტოპილოტის რეჟიმზე იქნება მორგებული. კომპანიის ხელმძღვანელი ელონ მასკი ამბობს, რომ იგი ახალი ავტომობილებიდან დიდ სარგებელს ელოდება. იანვარში მილიარდერი ამბობდა, რომ კომპანიის თანამშრომლები ახლა ბოლო დეტალებს აზუსტეებენ, რათა ავტოპილოტმა შეძლოს მანქანის სრული სანდოობით მართვა.