"ტვიტერმა" 10 მილიონი ქსელში გაკეთებული ონლაინ განცხადების კრებული გამოაქვეყნა, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, საგარეო ძალისხმევას უკავშირდება და მისი მიზანია აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს ინფორმაცია 10 წლის წინ დაწყებული ოპერაციებიდან იღებს სათავეს და 2016 წელს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ციფრულ აქტივობებსაც მოიცავს.
"ტვიტერი" აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ირანიდან და რუსეთიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტროლების ე.წ. ფერმიდან - ინტერნეტის კვლევის სააგენტოდან - მოიპოვა. „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევითმა ლაბორატორიამ ამ ინფორმაციის შესწავლა გასულ კვირას დაიწყო და დაადგინა, რომ ირანიდან და რუსეთიდან ინტერნეტ ოპერატორები პოლიტიკურად პოლარიზებულ ჯგუფებზე ზემოქმედებდნენ, საზოგადოების მაქსიმალურად დაპირისპირების მიზნით.