ანკარაში ახლახანს გამართულ დემონსტრაციაზე, ასობით თათრული წარმოშობის თურქი გაიძახოდა: „რუსებმა დასტოვონ ყირიმი“. დეტალებზე ამერიკის ხმის კორესპონდენტი თურქეთში, დორიან ჯონსი მოგვითხრობს
ყირიმელ თათართა ეროვნული პარლამენტის თურქმა წარმომადგენელმა ზაფირ კარატაიმ იქ შეკრებილ ხალხს მიმართა. მან ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნა გააკრიტიკა.
„ისტორია ხომ არ მეორდება? ყირიმელ თათრებს და თურქებს კიდევ ერთხელ შეგნებულად ხომ არ აგზავნიან საფლავებში? დღეს რაც ყირიმში ხდება, ყველა ჩვენთაგანს აშინებს.“
ეს მხოლოდ ერთ-ერთი საპროტესტო დემონსტრაციაა იმ მრავალი დემონსტრაციიდან, რომელსაც ხალხმრავალი თათრული უმცირესობა მთელს ქვეყანაში მართავს. ბევრი თათარი, ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, რუსეთიდან ამ რეგიონში გამოიქცა.
თურქული მედია, როგორც წესი, საშინაო საქმეებს ანიჭებს უპირატეს ყურადღებას, მაგრამ ყირიმის მზარდ კრიზისს ტელევიზიები მაინც აქტიურად აშუქებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმად დავუთოღლუ ამბობს:
„ფიქრადაც არ გაივლოთ, რომ ჩვენი პრემიერ მინისტრისთვის და პრეზიდენტისთვის, ყირიმში ან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყოფი ჩვენი თანამოძმეების ბედი სულერთია. როდესაც ჩვენს ძმებს სტკივათ, ჩვენ პირველნი დავეხმარებით მათ რითაც შეგვიძლია, და ყველაფერს გავუკეთებთ.“
უმუტ უზერი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის, თურქული წარმოშობის ხალხთა ექსპერტია, სადაც თათრებიც შედიან. ის ამბობს, რომ თურქებსა და თათრებს შორის მტკიცე კავშირი არსებობს.
„მეთვრამეტე საუკუნებდე ყირიმი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. ცხადია, რომ იქ ჩვენი რეგიონია- თურქი ხალხი, მაჰმადიანი ხალხი. ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქ წავიდა და სხვადასხვა გაერთიანებებს შეხვდა, მიანიშნებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ყირიმელი თათრების ბედის მიმართ გარკვეული ინტერესი არსებობს.“
თურქეთი ახლა უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების შუაგულშია. მმართველი, „მშვიდობისა და განვითარების“ პარტიის ბევრი ადგილობრივი მხარდამჭერი ნაციონალისტია და განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება რეგიონში თურქული წარმოშობის ხალხების გაჭირვებას. მთავრობა თათრული უმცირესობის მხარდაჭერის მკვეთრ ხაზს ატარებს. მაგრამ პროფესორი უზერი ამბობს, რომ ყირიმში ვითარება რომ დაიძაბოს კიდეც, ანკარა ფრთხილ ნაბიჯებს გადადგამს.
„იქნება დიდი დემონსტრაციები, რადგან როცა თურქეთის ან თურქული წარმოშობის ხალხების საზღვრებს გარეთ თურქების დახოცვა ხდება, ხალხს ეს უდავოდ მობილიზაციას უკეთებს. ასევე იქნება ნაციონალისტურად განწყობილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც იქ წასვლის სურვილი ექნებათ. თუმცა ამჟამად ძალიან გამიკვირდებოდა, ხელისუფლებას სამხედრო ჩარევისთვის რომ დაეჭირა მხარი.“
მოელიან, რომ ადგილობრივი თათრები გააგრძელებენ მმართველი „მშვიდობისა და განვითარების პარტიის ლობირებას. მაგრამ თურქეთის ენერგომატარებლების დიდი წილის მიღება რუსეთზეა დამოკიდებული, სირიის საკითხებთან დაკავშირებით კი ორმხრივი ურთიერთობა უკვე დაძაბულია. საგარეო საქმეთა მინისტრი დავუთოღლუ ამ დაძაბულობის შემსუბუქებას შეეცადა და თქვა, რომ ყირიმთან დაკავშირებით ანკარა მოსკოვთან კრიზისის განვითარებას არ დაუშვებს. დამკვირვებლები ამბობენ, რომ უკრაინის კრიზისის გაშლასთან ერთად, ანკარამ ფრთხილი გზა უნდა შეარჩიოს.