კვირას თურქეთში მნიშვნელოვანი დღეა, როცა ადამიანები, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით, არჩევანს დააფიქსირებენ და საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტს აირჩევენ.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მიიღოს, რათა მეორე ტური აიცილოს თავიდან. მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ კი 600 ადგილიან პარლამენტში 300 მანდატი მოიპოვოს, რათა კოალიციურ პარტნიორობაზე არ წავიდეს.