თურქეთში მდუმარე აქციებს არ დაარბევენ

მდუმარე აქციებს წინ დემონსტრაციები უძღოდა , რომელიც ხშირად პოლიციას და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებით სრულდებოდა
თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ბულენტ არინკი აცხადებს, რომ არ შეეწინააღმდეგება ანტისამთავრობო მდუმარე აქციებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მაშტაბით იმართება.

თურქეთში მდუმარე აქციებს წინ დემონსტრაციები უძღოდა , რომელიც ხშირად პოლიციას და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებით სრულდებოდა.

თურქებმა მდუმარე საპროტესტო აქციები მსახიობი ერნდემ გუნდუზის პერფორმანსის შემდეგ დაიწყეს. იგი ორშაბათს თაქსიმის მოედანზე, სადაც ყველაზე მეტი ძალადობა ჰქონდა ადგილი, პროტესტის ნიშნად რვა საათის განმავლობაშჲ უძრავად იდგა.