თურქეთმა ალიანსთან კონსულტაციები მოითხოვა

თურქული თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით, ნატოს წევრები ერთმანეთს სამშაბათს შეხვდებიან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც საერთაშოსო საჰაერო სივცეში იმყოფებოდა.

აჰმედ ვავუთოღლუს განცხადებით, პილოტები მოიერიშე თვითმფრინავის ახალ სარადარო სისტემას ამოწმებდნენ, როცა სირიის არმიამ მათ ცეცხლი გაუხსნა და თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე ააფეთქა.

მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოგდებამდე 15 წუთით ადრე, რამდენიმე წუთითი სირიის ტერიტორიაზე შეფრინდა.

ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ნატოს წევრები ერთმანეთს სამშაბათს შეხვდებიან. თურქეთმა ალიანსთან კონსულტაციები მოითხოვა.