ანკარა ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ისლამური ფინანსური ინდუსტრიიდან 1 ტრილიონი დოლარის მიღებას აპირებს.
მართალია თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. ისლამისტური მიმდინარეობის სამართლიანობის და განვითარების პარტიის ათწლიანი მმართველობის პერიოდში მუსლიმური ინდუსტრია აღმავლობის გზას დაადგა. ატილა იასილადა პოლიტიკის საკონსულტაციო კომპანიის ანალიტიკოსია. მისი თქმით, მთავრობის გადასვლა ისლამურ ფინანსებზე გონივრული სტრატეგიაა.
„არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები, ვინც უარი თქვა საბანკო პროცენტის მიღებაზე და საკუთარი ფული უპროცენტო უსაფრთხო დეპოზიტებზე დააბანდა. მათ იზარალეს, რადგან საბანკო პროცენტის მიღება ყურანის თანახმად ცოდვად მიაჩნდათ. ამდენად თურქეთში ისლამური ბანკების პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა, როგორც მორწმუნე კლიენტების, ასევე სპარსეთის ყურის სამეფოების მხრიდან,“ - განაცხადა იასილადამ.
ისლამური ბანკები ისლამური საფინანსო წესების მიხედვით მოქმედებენ, რაც საბანკო პროცენტზე უარის თქმას გულისხმობს. მოგების მისაღებად კი ისლამთან სესაბამისობაში მყოფ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს იყენებენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში ისლამურმა ფინანსურმა სექტორმა არნახული მოგება ნახა და ერთი ტრილიონი დოლარი შეადგინა.
ყველაზე დიდი ზრდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ნავთობით მდიდარი სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაფიქსირდა. თურქეთში მოგება ნაკლებად შთამბეჭდავი იყო. აქ აღნიშნულ სექტორში მხოლოდ ოთხი ბანკია ჩართული. შესაბამისად ამ ბანკებმაც დიდი მოგება ნახეს.
ომერ ბოლატი ისლამური ბიზნესკონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელია. ამჟამად კორპორაცია ალბაირაქს უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ისლამურ ფინანსურ ბაზარზე შესვლის შესახებ მყარ პოლიტიკურ გარანტიას უნდა ეფუძნებოდეს, რადგან თურქეთის წინა მთავრობები ისლამურ ფინანსურს სექტორს ეჭვით უყურებდნენ.
„ვიდრე არსებული მთავრობა მოვიდოდა, ძველი ხელისუფლებები არ იყვნენ დადებითად განწყობილი ისლამური საბანკო სექტორის მიმართ. მთავრობას შეეძლო მათ წინააღმდეგ ზომების გატარება. ამ ნაბიჯის კი დეპოზიტორებს ძალიან ეშინოდათ,“ - ამბობს ბოლატი.
დამკვირვებელთა განცხადებით, ძლიერი ისლამური ბანკების საშუალებით თურქეთი აზიიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან დიდი თანხების მოზიდვას შეძლებს. სტამბოლში მოქმედი „ფინანსბანკის“ ეკონომისტის ინან დემირის განცხადებით, ამ გზით თურქეთი რეგიონალურ ფინანსურ ძალად გადაიქცევა.
„თუკი მთავრობას და ეკონომიკურ გუნდს რეგიონალური ფინანსური ცენტრის ამბიცია აქვთ, ფინანსური ცენტრები უნდა გადავიდეს ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებშიც, სადაც ისლაური პრაქტიკა დომინირებს,“ - ამბობს დემირი.
ამჟამად თურქეთის ვაჭრობის უდიდესი წილი ევროპაზე მოდის. თუმცა, ევროპა თავად დგას ფინანსური სიდუხჭირის წინაშე. შესაბამისად, თურქეთი ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ალტერნატიულ ბაზრებზე დამკვიდრებას ცდილობს. ისლამური ფინანსური სექტორი ამისთვის მოხერხებული ინსტრუმენტი იქნება.