თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. სიფრთხილისკენ მოწოდებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი განცხადება გაკეთდა ამერიკული მხარის მიერაც. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამერიკის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ტერორიზმის საფრთხეები ისევე როგორც დაუსაბუთებელი დაკავებები თურქეთში.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მსგავსი გაფრთხილება "უსამართლოა" და რომ ეს თურქეთის იმიჯს ლახავს, რადგან წარმოაჩენს მას როგორც სახიფათო ქვეყანას. მისივე თქმით, ეს ამერიკის მხრიდან დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ გადადგმული ნაბიჯი არ არის.