თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სკოლებში ევოლუციის თეორიის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით პროტესტი მოჰყვა. თურქეთის მასწავლებელთა უმსხვილესი პროფკავშირი აცხადებს, რომ ამ საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ეს სეკულარიზმის პრინციპებს არღვევს,“ განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე მეჰმეტ ბალიკმა. განათლების სამინისტრო კი ამბობს, რომ აღნიშნულ რეფორმას რელიგიური ან პოლიტიკური მიზეზები არ აქვს. ოფიციალური ანკარა აკრძალვის მიზეზად იმას ასახლებს, რომ ევოლუციის თეორია „ძალიან რთული და წინააღმდეგობრივია.“
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის პირობებში რელიგიის როლი განათლებაში გაიზარდა. ასევე, დრამატულად გაიზარდა რელიგიური სკოლების რაოდენობა. თუმცა, ერდოღანი და მისი მთავრობა უარყოფენ რელიგიური დღის წესრიგის გაძლიერებას და ამბობენ, რომ ისინი სეკულარიზმის იდეას იცავენ.