სირია განაგრძობს თურქეთის დაბომბვას

სირიის მხრიდან ნაღმის გასროლას თურქეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვა
თურქეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, სირიამ სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე ნაღმი კვლავ გაისროლა, რასაც მოჰყვა თურქეთის საპასუხო რეაქცია. ნაღმტყორცნებიდან თურქეთმა სირიის სასაზღვრო სოფლებს დაუშინა, კერძოდ, დაპირისპირება იდლიბის პროვინციაში მოხდა.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პარასკევს გააფრთხილა სირია, რომ ამ უკანასკნელმა არ გამოსცადოს ანკარას მოთმინება და თავი დაანებოს პროვოკაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო დარტყმა გარდაუვალი იქნებოდა - თქვა ერდოღანმა.