საუდის არაბეთიდან თურქეთში ჩასული ჟურნალისტი კვირის დასაწყისში გაუჩინარდა. ჯამალ ხაშოგი “ვაშინგტონ პოსტზეც” მუშაობდა.
ჟურნალისტი ბოლოს სამშაბათს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოში შესვლის მომენტში ნახეს. მას საცოლე შენობის გარეთ ელოდა, მაგრამ ხაშოგი მას შემდეგ გარეთ აღარ გამოსულა. საცოლემ შემდეგ თურქ სამართალდამცავებს მიმართა, რის გამოც საუდის არაბეთის ელჩი ახლა დაკითხვაზე გამოიძახეს.
ჟურნალისტი გასული წლის შემდეგ ვაშინგტონში მას შემდეგ გადავიდა, რაც საუდის არაბეთში დისიდენტების შევიწროება დაიწყეს. ხაშოგი საუდის არაბეთის უფლისწულის ხმამაღალი კრიტიკოსი იყო.