თურქეთში შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა “თურქოვაკს”, თურქეთის მთავრობამ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.
თურქეთმა “თურქოვაკის” შემუშავება მიმდინარე წელს დაიწყო. პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ ვაქცინა მალე გლობალურად იქნება ხელმოსაწვდომი.
ასევე ნახეთ: ბაიდენის ახალი ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის საქმეშითურქეთში უკვე გაკეთებულია, “სინოვაკისა” და “ფაიზერის” 125 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა.
თურქეთში ინფიცირების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 20 000-ია. გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დღეში 200-მდე რჩება.