ამერიკა, გერმანია და ჰოლანდია ნატოს ხელმძღვანელობით ანკარას სარაკეტო თავდაცვით სისტემებს უგზავნის
„ჩვენ შეგვიძლია თურქეთს ისეთი სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით დავეხმაროთ, რომელიც მათ სირიიდან მომავალი საფრთხისგან დაიცავს“ - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ.
ამერიკა თურქეთს სირიის თავდასხმისგან თავდაცვის მიზნით ორ ბატარეა პატრიოტის ტიპის რაკეტებს და 400-კაციან ჯარის შენაერთს უგზავნის. მათი მომავალი ადგილსამყოფელი არ ხმაურდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას პენტაგონის სპიკერი, ჯორჯ ლითლი ავრცელებს. მისი თქმით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა განკარგულებას ხელი ჯერ კიდევ თურქეთში გამგზავრებამდე მოაწერა.
ნატოს ხელმძღვანლობით მიმდინარე თავდაცვით ოპერაციაში მონაწილეობას გერმანია და ჰოლანდიაც იღებენ. ისინი ანკარის მოთხოვნის თანახმად თურქეთს პატრიოტის ტიპის სარაკეტო თავდაცვის დამატებით სისტემებს გაუგზავნიან.