დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა. სამართალდამცავებმა კვლავ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
პოლიციამ თურქეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციას და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა. დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცავებს ქვების სროლით პასუხობდა.
ანკარაში და სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები პრემიერ ერდოღანის ავტორიტარული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. თურქი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი აბდულა გული, სიტუაციის დამშვიდებას ცდილობენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ჯენიფერ საკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები შეშფოთებას გამოთქვამენ მომიტინგეთა ძალადობრივი მეთოდებით დაშლის გამო და თურქეთის ხელისუფლებას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებების მეტი დაცვისკენ მოუწოდებენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება მთელ მსოფლიოში იზრდება. პრობლემის გადაწყვეტა კი მხოლოდ თავად თურქებს შეუძლიათ. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები მხოლოდ ისინი იქნებიან, ვინც ღია საზოგადოებას და პოლიტიკურ სისტემებს აშენებს.