ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, იარაღის შეძენისას,ის მოკავშირეების შეიარაღებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს
ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ანკარა გააფრთხილა, რომ ნებისმიერი იარაღის შეძენისას, ის მოკავშირეების შეიარაღებასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ეს კომენტარი მოჰყვა ანკარის განცხადებას იმის შესახებ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მრავალმილიარდიანი კონტრაქტის მისაღებად, მათ ჩინურ კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა. ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმაც მსგავსი მოსაზრება გააჟღერეს.
მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ლევენტ გუმრუქჩუ ამბობს, რომ თურქეთი თვითონ გადაწყვეტს, რომელი შეიარაღება შეიძინოს.
“უეჭველია, რომ ეს პირველ რიგში ეროვნული შესაძლებლობების შესახებაა და ეროვნული გადაწყვეტილება იქნება. საბოლოოდ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის თავსებადობას როგორც ჩვენს საკუთარ, ასევე ნატოს თავდაცვასთან, ასე, რომ აქ არავითარი პრობლემა არაა.“
ანკარა ირწმუნება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ხელი მოეწერება გარიგებას ჩინურ ზუსტი ხელსაწყოების იმპორტ-ექსპორტის კორპორაციასთან. ჩინური ფირმის მიერ შეთავაზებული ფასი მნიშვნელოვნად უფრო იაფი იყო, ვიდრე მისი ევროპელი და ამერიკელი კონკურენტების ფასი და გარიგების ფარგლებში მან ასევე ტექნოლოგიის გადაცემაც შესთავაზა. ექსპერტების აზრით, ჩინური სისტემის ნატოს სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა ტექნოლოგიურად შესაძლებელია.
თუმცა, ბრიუსელში განლაგებული „კარნეგის“ ფონდის ევროპული ფილიალის მიწვეული მკვლევარი სინან ულგენი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ნატო ამას დაეთანხმოს.
„ნატოელი მოკავშირეები არ დაუშვებენ ჩინური სისტემის ინტეგრირებას საიდუმლო ინფრასტრუქტურაში. ამას ბევრი რისკი ახლავს თან. ერთ-ერთი ისაა, რომ ინტეგრაციაზე მუშაობაში ჩინელი ექსპერტები ჩაერთვებიან და შიშობენ, რომ ზოგიერთ საიდუმლო ინფორმაციას ჩინეთი დაეუფლება. და მეორე: საფიქრებელია ისიც, რომ ჩინური სისტემის ნატოს ინფრასტრუქტურაში ჩართვამ შეიძლება პოტენციურად კიბერ-თავდასხმები გამოიწვიოს.“
ყველა დამაფიქრებელ გარემოებას ემატება ისიც, რომ ჩინური კომპანია სანქციების სამიზნეა ისეთ ქვეყნებთან გარიგებების გამო, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი.
თურქული გაზეთის, „მილიიეთის“ დიპლომატიური რუბრიკის მიმომხილველი კადრი გურსელი ამბობს, რომ ჩინური შეიარაღების სისტემის შეძენაზე ინტერესის გამოხატვამდე, სავარაუდოდ ანკარისთვის კარგად იყო ცნობილი ნატოს პოზიცია. ის ამბობს, რომ ანკარის გადახრას ჩინური კონტრაქტის მხარეს, პოლიტიკური სარჩული უდევს.
„ყველა შესყიდვა, როცა საქმე იარაღს და თავდაცვას ეხება, პოლიტიკური არჩევანის ტოლფასია. ამ შემთხვევაში ეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ნაბიჯი და ეს აჩვენებს თურქეთის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, რაც მას დასავლური ალიანსისგან აშორებს. ეს სერიოზული პრობლემაა დასავლური ალიანსისთვის.“
დამკვირვებლები ამბობენ, რომ თურქეთი მისი ტრადიციული მოკავშირეების, ევროპის და ვაშინგტონის მიღმა ამყარებდა კავშირებს, თუმცა ანკარა ირწმუნება, რომ ასეთი ქმედებები არ ეწინააღმდეგება ნატოს წინაშე მის პასუხისმგებლობას.
და მაინც, თურქეთის მთავრობაზე ზეწოლა იზრდება. გასულ კვირას პრეზიდენტმა აბდულა გულმა აქცენტი გაამახვილა იმაზე, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ხაზი გაუსვა ნატოს წევრობის მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი გუმრუქჩუ ამბობს რომ მისი მთავრობისთვის ცნობილია მათი ნატოელი მოკავშირეების შეშფოთების შესახებ.
„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება და ახლა ამ გადაწყვეტილების მიღების სტადიაში ვართ. რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ ყველა საჭირო მოსაზრებას და აუცილებელ ფაქტორს.“
მაგრამ იმ დროს, როცა რეჯებ ტაიპ ერდოღანი უკმაყოფილოა სირიაში ნატოს სამხედრო ჩაურევლობის გამო და ამასთან ერთად განაწყენებულია ბრიუსელზეც, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო, დამკვირვებლები ამბობენ, რომ ანკარამ შესაძლოა, წარსულთან შედარებით დღეს ნაკლებად გაითვალისწინოს სამხედრო ალიანსის პარტნიორების შეშფოთება.