ისრაელსა და თურქეთს შორის დაპირისპირება მატულობს

ისრაელსა და თურქეთს შორის დაპირისპირება მატულობს

ისრაელი ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას "იაფფასიან პოლიტიკურ ხრიკს" უწოდებს, თურქეთი კი ისრაელის მიერ ღაზაზე დაწესებული ბლოკადის დარღვევას აპირებს.

სამი თურქული გემი ღაზას სექტორისკენ მიმავალ გემებს შეუერთდა, რომლებსაც პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება მიაქვთ. ხმელთაშუა ზღვის 32-კილომეტრიან საზღვაო შეზღუდვების ზონაში შესვლა, რომლის ნაწილი ღაზას სექტორსაც მოიცავს, ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის დარღვევაა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ჰუმანიტარულ მისიას „იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკი“ უწოდა. ამ ნაბიჯმა ანკარასა და თელ ავივს შორის ურთიერთობა შეიძლება უფრო მეტად დაძაბოს.

მავი მარმარა თურქეთის ანტალიის პორტიტდან გავიდა და კიდევ ორ თურქულ გემს გაუძღვა წინ. გემების საბოლოო დანიშნულება ღაზას სექტორია.

თურქული გემები კიდევ ხუთ სატვირთო და სამგზავრო გემს ხმელთაშუა ზღვაში შეუერთუერთდნენ, რომლებსაც დაახლოებით 10 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიაქვთ ღაზას სექტორში. ტვირთთან ერთთად გემებს სამშენებლო მასალა და 700-მდე მუშა ხელი მიჰყავთ იმ შენობების აღსადგენად, რომლებიც 2009 წელს ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაზიანდა. გემები ისრაელის კატეგორიული წინააღმდეგობისა და გაფრთხილების მიუხედავად აპირებენ ღაზაში ტვირთის ჩატანას.

ჰუმანიტარული ოპერაციის ორგანიზატორი თურქეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებების ფონდია. ფონდის გენერალური მდივანი იასარ კუტლაუი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის ორგანიზატორები უაღრესად დაინტერესებულები არიან ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე წარმატებით მიტანაში.

მისი თქმით, ჟენევის კონვენციის თანახმად, ისრაელს უფლება არ აქვს შეაჩეროს სამოქალაქო დანიშნულების ან ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი, რომელიც ომის შედეგად დაზიანებული ტერიტორიისთვის არის განკუთვნილი.

რამდენიმე თვის წინ იგივე ფონდი ღაზას ბლოკადის სახმელეთო გზით დარღვევას ეცადა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტივრთი ღაზამდე არ გაუშვეს და უკან მიაბრუნეს. ამჯერად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ჰომანიტარულ მისიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით:

"ჩვენ, როგორც გაეროში ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ისრაელს ღაზას სექტორის ბლოკადა დაესრულებინა." ასევე ბატონი დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთი ცდილობს სექტორში მცხოვრებ პალესტინელ ხალხს დაეხმაროს სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანით. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ოპერაციას პოლიტიკური დაძაბულობა არ მოჰყვება.

ანალიტიკოსების თქმით, ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული ვითარება თურქეთის მთავრობისთვის მტკივნეულ თემად რჩება. თურქეთი კი მოგეხსებენათ რეგიონში ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია. ისრაელის მიერ 2009 წელს ღაზაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ, თურქეთში ისრაელის საწინააღმდეგო დამოკიდებულება გამოიკვეთა. თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა. თუ აქამდე ორი ქვეყანა ერთმაენთის სამხედრო მოკავშირე იყო, ახლა თურქეთის მთავრობა ხშირად გმობს ისრაელის მოქმედებებს პალესტინელების წინააღმდეგ.

ანკარას მიერ ჰუმანიტარული მისიის ორგანიზებას და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე შეშფოთების გამოხატვას დასავლეთში ბევრი სკეპტიკურად უყურებს. ამერიკის ერთ-ერთი ყოფილი კონგრესმენი რობერტ ვექსლერი, რომელიც თურქეთის აქტიური მხარდამჭერია, ანკარას ამ მოქმედებას უარყოფითად აფასებს და თურქეთს ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს: "რა აზრისაა თურქეთის მთავრობა ტეროტრიზმზე? ტერორისმის წყარო ახლო აღმოსავლეთში ჰეზბულა და ჰამასია. რატომ არ გამოხატავდა თურქეთის მთავრობა წუხილს და შეშფოთებას მაშინ, როცა ისრაელში წლების მანძილზე უდანაშაულო ადამიანები კვდებოდნენ ტერორისტული თავდასხმების დროს? - აცხადებს ბატონი ვექსლერი.

ანალიტიკოსების აზრით, ასეთ კრიტიკას თუნდაც ამერიკის მხრიდან, თურქეთის მთავრობაზე გავლენა არ აქვს. პალესტინელების მხარდაჭერა თურქეთის მმართველ პარტიას მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზე შესაძლოა დადებითად გამოადგეს.

თურქეთის მთავრობამ თელ ავივი უკვე გააფრთხილა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს ჰუმანიტარულ მისიას. დამკვირვებლების აზრით, გემების ღაზაში ჩასვლას შეიძლება თურქეთსა და ისრაელს შორის ძლიერი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვეს.