თურქეთის პრემიერ-მინსიტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ისრაელი საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, რადგან ის ბირთვულ იარაღს ფლობს.
ბატონმა ერდოღანმა ეს განცხადება სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დროს გააკეთა. ისრაელი არასოდეს უარყოფდა ან ადასტურებდა ამ ინფორმაციას, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში.
თურქეთსა და ისრაელს შორის ამ ბოლო დროს ურთიერთობა დაიძაბა. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღაზას ბლოკადის გამო დაუპირისპირდნენ, როდესაც ისრაელმა უარი განაცხადა ბოდიში მოეხადა ანკარასთვის ისრაელის კომანდოსების მიერ მოწყობილი რეიდის შედეგად თურქეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო.