თურქეთი ევროპულ პერსპექტივას შორდება

რეჯებ ტაიპ ერდოღანი და ანგელა მერკელი, 18 ოქტომბერი, სტამბოლი, თურქეთი.

თურქეთის პრეზიდენტის - რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ძალისხმევა შეავიწროვოს ქურთი მოსახლეობა და შეზღუდოს მედია მომავალ თვეს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ უფრო მეტად ამძაფრებს ევროპელი ლიდერების სკეპტიციზმს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თურქეთის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შანსები სულ უფრო იკლებს. ამის პარალელურად, მიგრანტების კრიზისის დაძლევაში დახმარების სანაცვლოდ, გერმანიამ თურქეთს დახმარება აღუთქვა ევრიპისკენ მიმავალ გზაზე.

ევროპის საზღვარზე ლტოლვილების უპრეცენდენტო ნაკადის მომსწრე ევროკავშირის ლიდერები თურქეთთან უჩვეულო დათმობეზე მიდიან. კვირის დასაწყისში თურქეთს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია.

“არსებობს მიზეზები, რის გამოც ევროპის კავშირი და თურქეთი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა უფრო ახლოს იმუშაონ წევრობის დაჩქარებაზე, პასუხისმგებლობების განაწილებაზე, თავისუფალ მიმოსვლასა და მიგრაციის საკითხებზე. მოლაპარაკებები იმედის მომცემია და ეს დიალოგი გაგრძელდება,” განაცხადა თურქეთში ჩასულმა მერკელმა.

წევრობაზე მეტი მოლაპარაკებების გამართვის სანაცვლოდ, ევროკავშირი თურქეთისგან ლტოლვილების ნაკადის შეჩერებას ითხოვს. ყველაზე მეტი ლტოლვილი აქამდე სწორედ თურქეთმა შეიფარა- ეს არის ორნახევარი მილიონი ადამიანი. ამასთან, თურქეთის ლიდერი ეჭვობს, რომ ანკარის მიერ რაიმე სახის დათმობა ქვეყანას ვეროკავშირის წევრობას მოუტანს.

დასავლეთ ევროპის ლიდერები გაერთიანებაში თურქეთის მიღებას სხვა დროსაც სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ბოლოდროინდელმა არეულობამ, 10 ოქტომბრის აფეთქებებმა, მედია საშუალებების დახურვამ და ქურთების შევიწროებამ ეს განწყობა კიდევ უფრო გაამწვავა.

“ორმხრივ ურთიერთობას თავიდანვე თან სდევდა უნდობლობა და დაძაბულობა. ბევრ ევროპელ ლიდერს არასოდეს სურდა თურქეთის ევრო კლუბში მიღება, თვითონ თურქეთში კი ევროკავკავშირში გაწევრიანებას უფრო ეკონომიკური მოტივები ჰქონდა, ვიდრე ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება,” ამბობს ფადი ჰაკურა, კვლევითი ინსტიტუტ ჩეტემ ჰაუსიდან.

ამ ეტაპისთვის, დაძაბულობა და ძალადობა უძღვის წინ პირველ ნოემბერს დაგეგმილ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს. ტაიპ ერდოღანს იმედი აქვს, რომ მისი აპარტია ამჯერად უმრავლესობით დაბრუნდება.

და მართლაც: ევროპის კავშირში გაწერვიანების დარჩენილმა იმედმა, ამასთან დაკავშირებულმა პოტენციურმა ეკონომიკურმა ზრდამ და უვიზო მიმოსვლის რწმენამ შესაძლოა ერდოღანს ხმები ნამდვილად მოუტანოს.