სამაშველო სამუშაოები თურქეთში ფერხდება

სამაშველო სამუშაოები თურქეთში ფერხდება

მიწისძვრის-შემდგომ სამაშველო სამუშაოებს თურქეთში უამინდობა და თოვლი ართულებს.

ხელისუფლება ცდილობს თავშესაფარი მოუნახოს უსახლკაროდ დარჩენილ ათასობით ადამიანს. ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 523-ს აღწევს. დაშავებულია 1650.

ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად.

გუშინ, ქალაქ ერჯიჩში სამი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან, თუმცა იმედი, რომ კიდევ უფრო მეტ გადარჩენილს მიაგნებენ თანდათან კლებულობს.

ანკარამ დახმარება თავდაპირველად მხოლოდ ირანიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო. ეს ქვეყნები დაზარალებულ რაიონებს ესაზღვრება. თუმცა ახლა თურქეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებს სთხოვს დახმარებას. გართულებული ურთიერთობების მიუხედავად, დღეს, თურქეთში ჩაფრინდა პირველი თვითმფრინავი ისრაელიდან, რომელმაც დახმარება ჩაიტანა თურქეთში.