თურქეთმა გააძლიერა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღდეგ შეტევები, სტამბოლის რეინას კლუბზე, გასული წლის თავდასხმის შემდეგ. თურქული კერძო კომპანია „ბილისიმ დანისმანლიკის“ განცხადებით, ამ წელს თურქეთმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 500 პირი დააკავა და 525 დამნაშავეთ ცნო.
თურქეთმა ამასთან, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია ევფრატის დაცვა დაასრულა, რასაც, ანკარას ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების 2288 მებრძოლის ლიკვიდაცია მოჰყვა.