თურქეთი თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქებისთვის დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს ადანაშაულებს. შაბათს, სტამბოლში, სისხლიანი ინციდენტის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათობით ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აფეთქების განხორციელებისთვის აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლი დაადანაშაულა. მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედი თურქეთის მოქალაქე, 1992 წელს გაზიანტიპის პროვინციაში დაბადებული მეჰმეტ ოზტურკია. გაზიანტიპი სირიას ესაზღვრება.
თურქი მინისტრის განცხადებით, თვითმკვლელი, რომელიც ასევე ემსხვერპლა ამ თავდასხმას, თურქეთში ძებნილთა სიაში არ იყო შეყვანილი.
დაღუპულთა შორის არიან ისრაელის ორი მოქალაქე, რომლებსაც ასევე ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდათ და ერთიც ირანის მოქალაქე.