სომხებმა თურქეთში წმინდა ჯვრის ეკლესიაში წირვა აღავლინეს

სომხებმა თურქეთში წმინდა ჯვრის ეკლესიაში წირვა აღავლინეს

პირველად 95 წლის განმავლობაში თურქეთის ვანის პროვინციაში წმინდა ჯვრის ეკლესიაში ჩატარებულ წირვას ასობით სომეხი ქრისიტანი დაესწრო.

მე-10-ე საუკუნის წმინდა ჯვრის ეკლესია თურქეთის ვანის ტბის კუნძულზე მდებარეობს. როგორც თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, წელიწადში ერთხელ ეკლესიას წირვის ჩატარების უფლება მიეცემა. ამავე განცხადების თანახმად ეს არის ერთერთი გზა სომხებსა და თურქებს შორის მშვიდობის დამყარებისა.

1915 წლამდე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილი მჭიდროდ იყო დასახლებული სომხებით. თუმცა 1915 წლის შემდეგ დაიწყო სომხების დევნა-შევიწროება.

ეკლესია როგორც მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა.