თურქეთი სირიასთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას იკავებს, თავის მხრივ დასავლელი პარტნიორები კი ანკარას იმედის თვალით უყურებენ, რათა ამ უკანასკნელმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი თანამდებობის დატოვებაზე დაიყოლიოს. ამასობაში თურქეთში დებატები მიმდინარეობს იმაზე, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ანკარამ იმ შემთხვევაში თუ სანქციებმა არ გაჭრა და საჭირო გახდა სამხედრო ჩარევა. თურქეთის პარლამენტის წინაშე ყოველკვირეულ მიმართვაში, პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ გასულ კვირას სირიის საკითხთან დაკავშირებით ფიასკო განიცადა. მისი თქმით, თურქეთი მზადაა ალტერნატიული გეგმის შეთავაზებისთვის. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უმაღლესი დონის მოლაპარაკებებს ვაშინგტონში კვირის ბოლოსთვის გამართავს