რუსეთის ცნობით, რუსეთის მთავრობას ამერიკის არჩევნებამდე დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირი ჰქონდა.
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ხუთშაბათს გააკეთა.
„ვიცოდით ყველა ადამიანი მისი გარემოცვიდან“ -აღნიშნა რიაბკოვმა „ინტერფაქსთან“ საუბრისას. ეს ადამიანები შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყვნენ და მაღალი თანამდებობებიც ეკავათ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანი იყო ჩვენთან კავშირში, მაგრამ ბევრს ვუკავშირდებოდით."
ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა ჰოუპ ჰიქსმა უარყო ეს განცხადება, ისევე როგორც ტრამპმა, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა რუსეთის მთავრობასთან.