დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე დარჩა. გამარჯვებისთვის იქ ოთხი კანდიდატი იბრძლოლებს. ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი, უშიშროების სამსახურის ექს წარმომადგენელი ლეონიდ თიბილოვი, კომუმისტური პარტიის ლიდერი და პარლამენტის ვიცე სპიკერი სტანისლავ კოჩიევი და ყოფილი სახალხო დამცველი დავით სანაკოევი.
ამ დროისთვის დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტი სამი თვის არჩეული უნდა ყოფილიყო, თუმცა გასული წლის ნომებერში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. იმის გამო, რომ კრემლმა არ მოიწონა დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების არჩევანი პრეზიდენტის პოსტზე ალა ჯიოევას კანდიდატურის თაობაზე, არჩევნების მეორე ტურიც ბათილად გამოცხადდა და მომავალი არჩევნები 25 მარტისთვის დაინიშნა.
ახლა ცხინვალში ვითარება რუსეთის ფედერაციის მკაცრი კონტროლის ქვეშაა. გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი ინიშნება. ამ მოვალეობას ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი შეასრულებს. დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა: „ჩვენს ორ ძმურ რესპუბლიკას აერთიანებს საერთო ფუძე. ოსეთში, როგორ ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთით, ცხოვრობს ერთი ხალხი, ახლა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მეზობელი რესპუბლიკის ხელმძღვანელის თეიმურაზ მამსუროვის დანიშვნის შემდეგ, კეთილი კავშირები ჩვენსა და რუსეთს შორის, დარწმუნებული ვარ, უფრო გაღრმავდება,“– ციტატის დასასრული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცხინვალში საზოგადოების წინაშე პატარა რევერანსიც გააკეთა, რაც იმაში გამოიხატა, რომ თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა. შეგახსენებთ, რომ ხუგაევის თანამდებობაზე დატოვება ერთ–ერთი მიზეზი იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის მუხტის გაძლიერებისა ცხინვალში. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ხელისუფლებასთან, ხუგაევი, სასამართლოს თამჯდომარესთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან მათ კოკოითის დასაყრდენად მიიჩნევნენ. თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. ხუგაევმა თანამდებობა მხოლოდ გუშინ დატოვა, საკუთარი სურვილით.
ის, რომ ცხინვალს კვლავ ძველი კადრები მართავენ და კოკოითის თამაშიდან გასვლა არ სურს, ტელედებატებში პრეზიდენტობის ერთ–ერთმა კანდიდატმა, სტანისლავ კოჩიევმაც აღნიშნა.
„გარწმუნებთ, რომ თუ არ მივალთ არჩევნებზე და არ ავირჩევთ პრეზიდენტს, ყოფილი ხელისუფლება ისევ დარჩება დიდხანს და არაფერი არ შეიცვლება. ჩვენთვის საფრთხე ისაა, რომ ხალხი დაიღალა და იმედგაცრუებულია იმ არჩევნების ბათილად ცნობის გამო, რაც ნოემბერში ჩატარდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას, ამის თაობაზეც გვაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს ყოვლად უსინდისო მოსყიდვა, ვიღაცას პირდებიან ბენზინს, ფქვილს, პროდუქტს, მანქანებს. მოსყიდვას ახორციელებენ ის კანდიდადები, ვის უკანაც ოლიგარქები დგანან. დააკვირდით კარგად, ამას ვინ აკეთებს და ამის მიხედვით გააკეთეეთ არჩევანი. ჩვენ დარღვევების თაობაზე ვატყობინებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის სტრუქტურებს. თუ ეს ძალები მოვლეენ ხელიუსფლებაში, გარწმუნებთ, რომ ათასჯერ უარედ ამოღებენ ჩვენი ტყავიდან ამ თანხას. სწორი არჩევანით, ნაწილობრივ მაინც შევძლებთ მოპარულის დაბრუნებას. როდესაც მარტო იდგებით ამომრჩევლის ყუთთან, კარგად დაფიქრდით. ერთი დღით მაძღრად ყოფნა ჯობს, თუ უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა. არჩევანი გააკეთეთ არა გულის, არამედ გონების კარნახით.“ ციტატის დასასრული.
დებატებში დე–ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის შესახებაც ისაუბრეს. სტანისლავ კოჩიევმა განაცხადა, რომ უმართებულოდ მიიჩნევს ჩასწორებას, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის სავალდებულოდ მიიჩევს 10 წლიან ცხოვრების ცენზს სამხრეთ ოსეთში.
„ეს შესწორება ჩემი ვიცე–სპიკერობის პერიოდში მოხდა, თუმცა მე ამ დროს მე ავად ვიყავი. ცუდია თუ კარგი კონსტიტუცია, უნდა შესრულდეს იგი, შეცვლის შემთხვევაში კი საერთო რეფერენდუმით უნდა შიცვალოს. ერთი ხელისუფლება აკონტროლებს მეორეს და ეს გვაძლევს გარანტიას, რომ არ ჩამოყალიბდება ტირანია, სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ამის გამორიცხვა, რის შედეგებთანაც ახლა გვიწევს ბრძოლა“. ციტატის დასასრული.
ცხინვალში მრგვალი მაგიდის გარშემო განიხილეს იდეა ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისა სახელწოდებით „სამოქალაქო ღირსებისთვის“. მრგვალი მაგიდის მოწყობის ინიციატორია „სამხრეთ ოსეთელ ქალთა ასოციაცია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, მისი ხელმძღვანელია ლირა ცხოვრებოვა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჯაშუშად შერაცხა. მათ ასევე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის საკითხი სამხრეთ ოსეთში და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება მათ მიმართ ავლენდა გაუმართლებელ ნეგატიურ დამოკიდებულებას. იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად, ასეთი დამოკიდებულებაც შეიცვლება.