პოლონეთში, ვარშავის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა და ევროპა “ერთად დაამარცხებენ ტერორიზმს.”
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჩვენი უსაფრთხოება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და რომ შეერთებული შტატების საზღვრები ყოველთვის ჩაკეტილი იქნება ტერორიზმისთვის და ექსტრემიზმისთვის.
“ჩვენ ვერ მივიღებთ მათ, ვინც უარყოფს ჩვენს ღირებულებებს და უდანაშაულო ხალხზე ძალადობას სიძულვილით ასაბუთებს,” განაცხადა პრეზიდენტმა.
ვარშავის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლამდე ტრამპი, პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდას შეხვდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთეული შტატები და პოლონეთი ერთად მუშაობენ რუსეთის ქმედებებზე საპასუხოდ.
პოლონეთიდან ტრამპი ჰამბურგში, “დიდი ოცეულის” ქვეყნების სამიტზე მიემგზავრება, სადაც ის პირისპირ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.